LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფალ ლეტიციასა და მეფე ფილიპეს მდიდრული ფოტოსესია კრიტიკის ქარცეცხლშია

120
დედოფალ ლეტიციასა და მეფე ფილიპეს მდიდრული ფოტოსესია კრიტიკის ქარცეცხლშია

სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ მეფე ფილიპესა და დედოფალ ლეტიციას ახალ პორტრეტებს. ფოტოები მადრიდის სამეფო სასახლეში ლეგენდარულმა ფოტოგრაფმა ენი ლეიბოვიცმა გადაიღო.

ახალ ფოტოებს მალევე მოჰყვა კრიტიკა საზოგადოების ნაწილის მხრიდან, ამის მიზეზი კი მდიდრული გარემო, მუქი ფერები და სამეფო ოჯახისთვის შეუფერებელი მომენტია, საუბარია ცოტა ხნის წინ ვალენსიაში მომხდარ წყალდიდობაზე, რომელსაც 200 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ესპანელები მიიჩნევენ, რომ ახლა მოდურ ფოტოსესიის დრო არ არის.

საინტერესოა, რომ ფოტოები სამეფო სასახლის სხვადასხვა რეზიდენციაშია გადაღებული, დედოფალ ლეტიციას „ბალენსიაგას“ ულამაზესი შავი კაბა აცვია, რომელსაც წითელი აბრეშუმის მოსასხამი ასრულებს, მეფე ფილიპე კი, ტრადიციულ სამეფო სამოსში პოზირებს.

მეფე ფილიპესა და დედოფალ ლეტიციას ვალენსიაში ტალახი ესროლეს – წყალდიდობით დაზარალებულ ქალაქ პაიპორტაში სამეფო ოჯახის წარმომადგენლების მისვლას ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა

ესპანეთში წყალდიდობას 95 ადამიანი ემსხვერპლა – ბოლო ცნობები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g