LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფალი ლეტიცია ესპანური ბრენდის ნაქსოვ კაბაში, რომელიც მას მესამე წელია აცვია

184
დედოფალი ლეტიცია

ესპანეთის დედოფალმა ლეტიციამ სარსუელას სასახლეში გამართულ შეხვედრაზე არჩევანი საყვარელ კაბაზე გააკეთა, რომელიც მას უკვე მესამე წელია აცვია. საუბარია ესპანური ბრენდის, Indi & Cold-ის ნაქსოვ მუქ ვარდისფერ კაბაზე, რომელიც ქამრით არის გაფორმებული და დედოფალს ის ძალიან უყვარს. კაბას გვერდითი ჭრილი აქვს, რომელიც მას უფრო ორიგინალურს ხდის, ასევე ჭრილი ჩანს კაბის მანჟეტებზეც.

ანსამბლს დედოფალმა ლეტიციამ მაღალყელიანი ჩექმა შეუხამა, საინტერესოა, რომ ამ კაბით დედოფალი პირველად 2023 წელს გამოჩნდა, როცა სახვითი ხელოვნების წარმომადგენლები დააჯილდოვა, ხოლო მეორედ, 2024 წლის ნოემბერში.

დედოფალი ლეტიცია „კაროლინა ჰერერას“ ყაყაჩოებით მოქარგულ ქვედაბოლოში

ფოტო: დედოფალი ლეტიცია ყვავილებით მოქარგულ ამოჩემებულ ნაქსოვ კაბაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g