დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფლის დეპუტატმა გია ჭინჭარაულმა, თავისივე მოგვარე ძმებს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. შემთხვევა სოფელ გამარჯვებაში გვიან ღამით მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სოფლის ცენტრში სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. მათი თქმით, დაჭრაში სავარაუდო ბრალდებული თავს იცავდა და 40 წლამდე მამაკაცების მოგერიება ცივი იარაღით შეძლო.
რაა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.
დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ. თუმცა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, გვიან ღამით ორივე თბილისის სპეციალურ კლინიკაში მოათავსეს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.