რუსეთში ექსპორტი 70%-ით შემცირდა, რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 11%-ით შემცირდება, დეფოლტი კი მხოლოდ დროის საკითხია, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანულ გამოცემა Bild-თან ისაუბრა.
ფონ დერ ლაიენი მოელის, რომ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი, შესაძლოა, შეიცავდეს შემზღუდველ ზომებს რუსეთის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის, “სბერბანკის” წინააღმდეგ და ასევე, რუსული ნავთობის ემბარგოს მექანიზმს.
მისივე განმარტებით, მოსკოვის მიმართ დაწესებული სადამსჯელო ზომები უკვე ახდენს გავლენას რუსეთზე. „სანქციები ყოველკვირეულად უფრო ღრმად აღწევს რუსეთის ეკონომიკაში”, – დასძინა შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა.