LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეგნანი: აშშ ყველანაირად ცდილობს, პუტინის დაწყებული ომი არ გადავიდეს სხვა ქვეყნებზე, მათ შორის, არც საქართველოზე

94
კელი დეგნანი

“ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ აღდგეს მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოსთან, რომ ის გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი”, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა და კიდევ  ერთხელ გამოეხმაურა “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატების მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს.

კელი დეგნანის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ყველანაირად ცდილობს, მშვიდობა დამყარდეს და პუტინის დაწყებული ომი არ გადავიდეს სხვა ქვეყნებზე, იქნება ეს საქართველო თუ სხვა რომელიმე ქვეყანა:

“საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა, ასეთ დროს ხალხი ემოციური ხდება. გეტყვით, რომ აშშ საქართველოს სუვერენიტეტის, დემოკრატიის და ტერიტორიული მთლიანობის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია, ეს იყო ასე ბოლო 30 წლის განმავლობაში და ეს გამოიხატებოდა ჩვენი თანამშრომლობით, რაც გულისხმობდა საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებას და არა მხოლოდ, იქნებოდა ეს ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, საზღვრის დაცვა და ა.შ. იმისთვის, რომ ქართველი ხალხის სურვილი ახდეს და მათ ჰქონდეთ სტაბილური, განვითარებული და წარმატებული ქვეყანა, რომელიც არის დასავლეთთან ინტეგრირებული.

ყოველთვის კარგია, როცა არჩეული პირები ამომრჩევლის ინტერესებს გამოხატავენ, ზრუნავენ მათ პრობლემებზე და მიმაჩნია, რომ ამას ამომრჩევლებიც ხედავენ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას აქვს სურვილი, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი. ის დიდი ძალისხმევა და შრომა მიმართული უნდა იყოს რეკომენდაციების შესრულებისკენ, ამას მოელის ამომრჩეველი არჩეული პირებისგან.

აშშ ყველანაირად ცდილობს, დამყარდეს მშვიდობა და პუტინის დაწყებული ომი არ გადავიდეს სხვა ქვეყნებზე, იქნება ეს საქართველო თუ სხვა ქვეყანა და ამისთვის ჩვენ ყოველ დღიურად ბევრს ვშრომობთ. ეს ომი დაიწყო პუტინმა, ეს გაუმართლებელი ომი და მას შეუძლია, ეს დაასრულოს.

ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ აღდგეს მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოსთან, რომ ის გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი. ჩვენ კარგი პარტნიორობა გვაქვს წლების მანძილზე, იმის მიუხედავად, რომელი პარტიაა ქვეყნის სათავეში. მე, როგორც აშშ-ის ელჩი საქართველოში, აშშ-ის საგარეო პოლიტიკას ვახორციელებ”, – განაცხადა ელჩმა კელი დეგნანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g