„დავით არახამიას სრულიად ვეთანხმები, დიახ, იანუკოვიჩები მიდიან და თუ მშვიდობიანი გადაბარებით არა, მას ხალხი რევოლუციის გზით აგდებს“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, დავით არახამია იმ ქვეყნის წარმომადგენელია, რომელიც რუსეთთან ომში იმყოფება და იცავს ევროპის უსაფრთხოებას და მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობას.
„ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, თუ რა პოზიცია დაიკავა საქართველოს ხელისუფლებამ. მას სრულიად ვეთანხმები – დიახ, იანუკოვიჩები მიდიან და თუ მშვიდობიან გადაბარებით არ მიდიან, მას ხალხი რევოლუციის გზით აგდებს. მთავარია, გვესმოდეს უკრაინაში მიმდინარე ომში საქართველოს ხელისუფლება ვის მხარეს დადგა. სამწუხაროდ, საქართველო ცივილიზებული სამყაროს გვერდით არ დგას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
დეპუტატის შეფასებით, ნებისმიერი განცხადება, რომელსაც უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლები აკეთებენ, ჩვენ უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტში, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.
არახამიას შეძახილით არც სანქციები წესდება და არც მისი პრევენცია ხდება: ვოლსკი
„თუ რამემ შელახა საქართველოს იმიჯი, როგორც სანდო პარტნიორის, ეს არის ხელისუფლება და მისი დამოკიდებულება უკრაინასთან მიმართებით, როდესაც რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ პარლამენტის რეზოლუციაში არ ჩაიწერა რუსეთის ფედერაციის აგრესია, პრეზიდენტ ზელენსკის არ მიეცა პარლამენტისთვის სიტყვით მიმართვის შესაძლებლობა.
მათ შორის, იყო ანტიუკრაინული განცხადებები. მთელი ეს პროპაგანდა აგებულია იმაზე, რომ ნებისმიერი ადამიანს, ვინც მხარს უჭერს უკრაინას და სურს, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციების ნაწილი იყო, სურს ომი. საქართველოს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის დავალებით წარმოიქმნა, როგორც საფრთხე უკრაინის გამარჯვებისთვის.
ამიტომ ნებისმიერი განცხადება, რომელსაც უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლები აკეთებენ, ჩვენ უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტში, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.“– განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერმა, დავით არახამიამ გუშინ, უკრაინის რადაში ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: მზად ვარ ჩამოვიდე და თქვენი პოლიტიკოსები ევროპელ ლიდერებთან დავაკავშირო, მთავარია პრორუსი არ იყოს.
ამასთან, დავით არახამიამ განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილი კეთილად თუ არ წავა, აივსება მოთმინების ფიალა, ხალხი მას მაინც გააგდებს, ეს უკვე შეიძლება, მოხდეს რევოლუციით, ძალადობრივი გზით.“
ამავე თემაზე:
ვიდრე ჩვენ სანქციები შეგვეხება, მანამდე დავით არახამიას არაფერი ეტკინოს: სამხარაძე
