“ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში მოსამართლეები პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ.
ამ სპეკულაციებს საელჩოს მცირე განცხადება მარტივად დაასრულებდა: კობახიძე აშშ-ის საელჩოს მიმართავს
დეკანოიძემ მოსამართლეებსა და მათ “კლანზე” ისაუბრა და თქვა, რომ მათი სახელები და გვარები სახელმწიფო დეპარტამენტში, სენატსა და კონგრესში იციან:
“გუშინ კობახიძის განცხადებებმა დაადასტურა, რომ მოსამართლეები და მათი “კლანი” ძალიან ნერვიულობს.
მოსამართლეები იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც ისინი ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვერ იქნებიან ადამიანის უფლებების კონტექსტში.
სახელმწიფო დეპარტამენტში, სენატში, კონგრესში ყველამ იცის მათი სახელი და გვარები, ამიტომ მათი მღელვარება მართებულია.
რა დაერქმევა ამ ჩამონათვალს, “შავი სია”, “მაგნიტსკის ახალი სია” თუ “კლანის სია”, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. იცით, რომ მაგალითად ბულგარეთში, იყო მოსამართლის წინააღმდეგ სანქციები, ეს ცივილიზებული სამყაროს მნიშვნელოვანი ბერკეტია”, – თქვა დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ უნდა შედგეს იმ მოსამართლეების, პროკურორების და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელთა სია, რომლებიც პოლიტიკურ დევნას ეწევიან და სასამართლო სისტემას ფეხქვეშ თელავენ.