მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის საავადმყოფოდან გლდანში, სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში, ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მამალაძე ციხის საავადმყოფოში რამდენიმე წუთის წინ, სასწრაფო დახმარების მანქანით შეიყვანეს.
მამალაძე რამდენიმე დღის წინ ღუდუშაურის საავადმყოფოში მოათავსეს. თავდაპირველად საუბარი იყო ინსულტზე, თუმცა კონსილიუმზე ინსულტის დიაგნოზი არ დადასტურდა.
ადვოკატები მამალაძის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ დეკანოზის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.