დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის ცენტრიდან კვლავ “მატროსოვის” ციხეში გადაიყვანეს. კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ზაზა ლაზარაშვილმა განაცხადა, რომ მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის აღარ საჭიროებს სამედიცინო ცენტრში მკურნალობას.
“ციანიდის საქმეზე” ბრალდებული დეკანოზი საავადმყოფოში 6 დღის წინ მოათავსეს, მან გონება დაკარგა.