დეკანოზი ლევან მათეშვილი „სხვა შუადღის“ ეთერში საუბრობს აღდგომის დღესასწაულისა და იმ სიმბოლოების შესახებ, რომელმაც ამ დღესასწაულის შინაარსი გადაფარა:
„განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გარეგნულ გამოვლინებებს, აქცენტი ამაზეა გადატანილი დღესასწაულის დროს და შინაგან მხარეს, თუ რა მოხდა და რატომ მოხდა, არა. ის, რომ აღდგა, თავისთავად კარგია, მაგრამ მე როგორ მეხება? მე მომცა პერსპექტივა, რომ მეც მისნაირად აღვდგე… ჩვენ გვინდა მხოლოდ აღდგომა და დიდებაში შესვლა, მაგრამ გვავიწყდება, რომ მას წინ უძღვის ჯვარცმა. ყველას დიდება უნდა და ეს არავის უნდა. თუ გვინდა ქრისტე, მას უნდა მივბაძოთ, თუ გვინდა სუვენირები ქრისტესგან და ფეიქ ქრისტიანობა, მაშინ ესეც ბევრია რელიგიურ ბაზარზე…“
