LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზი შალვა კეკელია: “საქართველოში მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობა ძირითადად არის აკრძალვის ურთიერთობა”.

133
shalvakekelia2011255

დეკანოზი შალვა კეკელია მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მშობლები შეცდომას უშვებენ, როდესაც შვილებს ყველაფერს უკრძალავენ:

„საქართველოში მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობა ძირითადად არის აკრძალვის ურთიერთობა. მშობელი შვილს ყოველთვის უკრძალავს რაღაცას. ის ბავშვს არ განუმარტავს და ისე ეუბნება: „გააკეთე ეს, ნუ იქცევი ასე.“ მე სულ ვეუბნები მშობლებს, რომ არ შეიძლება. შვილს უნდა ელაპარაკო, როგორც დიდს, როგორც პიროვნებას. შეხედე ბავშვს, როგორც დიდ ადამიანს, რომელსაც საკუთარი აზრი აქვს, საკუთარი შეხედულება აქვს. დააფასე მისი მდგომარეობა და ნახე მერე როგორი გაიზრდება.“

„ჩვენს ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა. ალბათ, ბევრ თქვენგანს გამოგიცდიათ მშობლების ერთმანეთში ყვირილი, ჩხუბი, ხმამაღლა ლაპარაკი ერთმანეთთან, სულ დაძაბულობა. 90% ჩვენი მოსახლეობის ასეა გაზრდილი, ჩხუბში, ყვირილში. ისინი ხედავდნენ, როგორ კამათობდნენ მშობლები, როგორ არ სცემდნენ ერთმანეთს პატივს. ასე იზრდება მერე შვილიც, ისიც ასე აგრძელებს ცხოვრებას, ისიც ასე ექცევა საკუთარ შვილს, ეს გრძელდება და გრძელდება. თაობიდან თაობას გადაეცემა აკრძალვის ურთიერთობა. მშობელი სულ უყვირის შვილს, ეჩხუბება. ვეუბნები: “მოეფერე, აუხსენი, განუმარტე, სხვა რამ შესთავაზე”. ორი წლის ბავშვს შეიძლება, ყვირილით ელაპარაკო და ამით საქმე გააკეთებინო? რაც თქვენ არ მოგწონთ თქვენს მშობლებში, ის თქვენს შვილებთან აღარ უნდა გააკეთოთ“, აღნიშნავს დეკანოზი შალვა კეკელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები