“მომდევნო ორი თვის განმავლობაში კორონავირუსის ტესტირებებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამის მიზანი ინფექციის ადრეულ ეტაპზევე გამოვლენა იქნება.
“მომავალი ორი თვის განმავლობაში ქვეყანაში, დეკემბერსა და იანვარში, მაქსიმალურად გაიზრდება ხელმისაწვდომობა ტესტირებისადმი, რათა ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ ინფიცირება და ადრეულ ეტაპზე მოვახდინოთ ინფიცირებულ ადამიანთან იზოლირება, რათა მაქსიმალურად პრევენცია გავაკეთოთ ინფექციის შემდგომი გავრცელების, რაც ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯია შემზღუდავ ღონისძიებასთან ერთად ეპიდემიის გავრცელების შეკავების,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 260 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 147 636-ს.