LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დელეგაციის შემადგენლობაში ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლები არ იქნებიან“ – ენმ პარლამენტის თავმჯდომარესთან უკრაინის დელეგაციაში ყოფნაზე უარს ამბობს

98
ხატია დეკანოიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი საპარლამენტო ფრაქცია, უკრაინაში  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციაში ყოფნაზე უარს ამბობს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ განუცხადა.

„ამ დელეგაციის შემადგენლობაში, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლები არ იქნებიან. რაც შეეხება ვიზიტს, მე რა თქმა უნდა ჩავალ კიევში, ჩავალ ბევრჯერ, ბევრჯერ ვიყავი აქამდეც“, –  განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტში მყოფ ყველა ოპოზიციურ ჯგუფს, მის დელეგაციაში ყოფნა, ბიუროს სხდომიდან საჯაროდ შესთავაზა.

ამავე თემაზე:

მდინარაძე: ბავშვური არგუმენტის გამო, “მეც მინდა, მეც მინდა”, გააფუჭებენ ამ თემას – ოპოზიციისგან ველოდებით შეთავაზებაზე პასუხს

უკრაინაში იმ ხალხთან ერთად წასვლა, ვინც, “წახალისების” შიშით, უკრაინაში გმირულად დაღუპულთა პანაშვიდზე არ მიდის, უბრალოდ ამაზრზენია – უგულავა ოპოზიციას მიმართა

თუ „ოცნება“ ეცდება დელეგაციაში ჩვენი მონაწილეობა დაბლოკოს, ყველაფერს გავაკეთებთ რომ ჩავიდეთ უკრაინაში და ჩვენი მხარდაჭერა დავაფიქსიროთ: მიხეილ დაუშვილი

დელეგაცია უნდა იყოს ერთიანი, არანაირი “ვინც მინდა, იმას ჩავსვამ”, თუ ყველა ოპოზიციური პარტია არ იქნება, როგორც ვიცი, ოპოზიცია საერთოდ არ იქნება წარმოდგენილი: ვაშაძე

magti 5g