კორონავირუსის სტატისტიკა კვლავ მზარდია, ხოლო დელტა შტამის, იგივე “ინდური შტამის” ცირკულაცია მძლავრდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ადასტურებს დამძიმებულ ეპიდვითარებას და იმასაც, რომ საქართველოში დელტა შტამის გავრცელებასთან ერთად, ვაქცინირებული ადამიანების კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები ფიქსირდება.
ამირან გამყრელიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჩაკეტვა არ იგეგმება.
“ლოკდაუნზე მსჯელობა არ მიდის. ამ ეტაპზე მსჯელობა მიდის მხოლოდ გამკაცრებაზე იმ რეგულაციების, რაც არსებობს,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.