LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დემოკრატებმა ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესი დაიწყეს: რას ედავებიან პრეზიდენტს

93
46840187-303

აშშ-ს კონგრესის სპიკერის, დემოკრატი ნენსი პელოსის განცხადებით, წარმომადგენელთა პალატა მზად არის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ”ოფიციალური” იმპიჩმენტის პროცესი დაიწყოს. ამის მიზეზი თეთრი სახლის ხელმძღვანელისა და უკრაინის ლიდერის, ვლადიმირ ზელენსკის 25 ივლისის სატელეფონო საუბარია.

საუბრის დროს, ამერიკის პრეზიდენტმა უკრაინის ხელისუფლებისგან აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისა და 2020 წლის არჩევნების დროს მისი სავარაუდო მოწინააღმდეგის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოითხოვა. აღნიშნულ სატელეფონო საუბარში ტრამპმა ზელენსკისგან ითხოვა, რომ კორუფციასთან საბრძოლველად დიდი ყურადღება გამოეჩინა, ამასთან დაკავშირებით კი ჯო ბაიდენისა და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის საქმიანობაზე გამოძიება დაწყებულიყო. ტრამპი ირწმუნება, რომ საუბარი საკმაოდ კორექტულად მიმდინარეობდა და მისი მხრიდან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, რასაც უკრაინის საგარეო მინისტრიც ადასტურებს. დოლანდ ტრამპი საუბრის სტენოგრამის გასაჯაროვებას აპირებს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ საუბრამდე ცოტა ხნით ადრე, ტრამპის ბრძანებით, უკრაინას სამხედრო დახმარება დაახლოებით ორი თვის განმავლობაში შეუჩერეს. ამერიკის პრეზიდენტმა დახმარების შეწყვეტის შესახებ თავადვე აღიარა. მიზეზად კი განმარტა, რომ ევროპის ქვეყნები, განსაკუთრებით გერმანია და საფრანგეთი, უკრაინას საკმარისად არ ეხმარებიან. საბოლოოდ, უკრაინამ სექტემბრის შუა რიცხვებში 400 მილიონი დოლარის დახმარება მიიღო.

დემოკრატები, რომლებიც ქვედა პალატას აკონტროლებენ, აშშ-ს პრეზიდენტს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება სენატს ეკუთვნის, რომელსაც ტრამპის თანაპარტიელი რესპუბლიკელები მართავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g