LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დემოკრატიის დაბრუნება არა მხოლოდ პარტიების, საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, გავლენის ცენტრების, ე.წ. ინფლუენსერების ვალდებულებაცაა – 50 კარვამდე გვაქვს შეგროვებული, ყველას მოვუწოდებ, დაგვეხმარეთ“ – ნიკა გვარამია

131
ნიკა გვარამია

სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „საქართველოში დემოკრატიის დაბრუნება არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, გავლენის ცენტრების, ე.წ. ინფლუენსერების უფლება და ვალდებულებაცაა“.

მისივე განცხადებით „უკვე 50 კარვამდე აქვთ შეგროვებული“.

„დღევანდელი ღონისძიება პირდაპირ აჩვენებს იმას, რომ საქართველოში დემოკრატიის დაბრუნება, საქართველოში ხალხისთვის ქვეყნის მართვის სადავეების დაბრუნება არის არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, გავლენის ცენტრების, ე.წ. ინფლუენსერების – ყველას უფლებაც და ვალდებულებაც. „ინფლუენსერებზე“ ვსაუბრობ იმიტომ, რომ ყველას თავისი გავლენა აქვს, ყველას შეუძლია ადამიანებს ხმა მიაწვდინოს. ჩვენ მაქსიმალური ჩართულობა გვჭირდება. პოლიტიკური სპექტრი ოდნავ უკანაა, ვიდრე საზოგადოება – ეს უნდა ვაღიაროთ. ამიტომ, კრიტიკული დამოკიდებულებაც გვჭირდება და ამის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებები. ჩვენ არ ვართ მარტო ამ ქვეყანაში. ეს პოლიტიკური პროცესია და „ლიდერშიპი“ პოლიტიკურ სპექტრს აქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ჩვენი აზრია განმსაზღვრელი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება. ქართული საზოგადოება გაცილებით ახლოსაა ევროკავშირთან, ვიდრე ჩვენ, ყველა.

რაც შეეხება კარვებს, ჩვენ გვაქვს გამოცხადებული კამპანია „კარვები საქართველოსთვის“, ეს არის ჩვენი, კოალიციის ლოჯისტიკური კამპანია. ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას მივიღებთ მხოლოდ ჩვენ, ერთპიროვნულად, ქუჩაში კარვების გაშლასთან დაკავშირებით. ეს არის ოპოზიციის ერთიანად მისაღები გადაწყვეტილება – ოპოზიციის, რომელიც მალე ხელისუფლება გახდება. მაგრამ ჩვენ ლოჯისტიკური ამოცანა გვაქვს და უკვე 50 კარვამდე გვაქვს შეგროვებული. მინდა, მოვუწოდო ყველას, დაგვეხმარეთ, ეს იქნება ჩვენი სამშობლოს და ერთიანი მიზნის სამსახური“, – განაცხადა გვარამიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g