LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დენზელ ვაშინგტონი მოძღვარი გახდა

141
დენზელ ვაშინგტონი

69 წლის ლეგენდარული მსახიობი და რეჟისორი დენზელ ვაშინგტონი სასულიერო პირი გახდა, ის ოფიციალურად მოინათლა. ამის შესახებ გამოცემა „TODAY“ წერს. ნათლობის ცერემონია ნიუ-ორკში Temple Church of God in Christ-ის ტაძარში შედგა და სოციალურ ქსელში ცერემონიალის ტრანსლაცია მიდიოდა.

„ერთი კვირის თავზე 70 წლის გავხდები, დიდი ხანია ამ გზაზე მივდიოდი და აი ეს მოხდა“ – განაცხადა მსახიობმა.

დენზელ ვაშინგტონი ყოველთვის ამბობდა, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა რელიგიის მიმართ. ამ დრომდე უცნობია, გააგრძელებს თუ არა სამსახიობო საქმიანობას ოსკაროსანი მსახიობი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები