LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეპორტირებულების საკითხზე გვაქვს მცირეოდენი წინსვლა – რუსეთი კომპენსაციის გადახდაზე უარს არ აცხადებს: გოჩა ლორთქიფანიძე

121
გოჩა ლორთქიფანიძე

“დეპორტირებულების საკითხზე გვაქვს მცირეოდენი წინსვლა. რუსეთი უარს არ აცხადებს კომპენსაციის გადახდაზე და ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის განხილვებზე ის უკვე ჩაერთო ამ კომპენსაციის გადახდის საკითხის განხილვაში, რაც მცირეოდენი, მაგრამ დინამიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებაა,”- ამის შესახებ ჟურნალისტებთან განცხადება იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ გააკეთა.

მისი თქმით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მცდელობას, ძალისხმევას ყოველთვის აქვს აზრი, რაც  21 იანვრის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა.

“კონკრეტული აღსრულების საკითხზე რუსეთს ურთიერთობა ევროპის საბჭოს ყველა წევრ სახელმწიფოსთან უხდება და მათ შორის, ჩვენთან,” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილება 2019 წლის იანვარში გამოაცხადა. საქმეზე – “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ რუსეთმა საქართველოს სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაცია უნდა გადაიხადოს.

ამ საქმეზე იუსტიციის სამინისტრომ ევროსასამართლოში 1 795 ადამიანის სია წარადგინა. საქართველოს მთავრობამ საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში 2007 წლის 26 მარტს შეიტანა.

mazda magti 5g