LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,დეპრესია დავამარცხე. ახლა ვებრძვი შფოთვებს”: დავწერე ორი წლის წინ იმ კლინიკიდან, რომლის გენერალური მენეჯერიც ახლა ვარ” – გიორგი კეკელიძის ემოციური პოსტი

192
befunky-collage-2024-04-05t234337.281-2024-04-05_23-44-06_031885

მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს და საკუთარ გამოცდილებაზე გვიყვება.

,,დეპრესია დავამარცხე.
ახლა ვებრძვი შფოთვებს. ჯოჯოხეთურია ეს ბრძოლა, მაგრამ არ მრცხვენია, რადგან ადამიანი ვარ და ,,არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის”. აუცილებლად გავიმარჯვებ და დაგიბრუნდებით.”

დავწერე ორი წლის წინ იმ კლინიკიდან, რომლის გენერალური მენეჯერიც ახლა ვარ. დავწერე ბენეფიციარისთვის ტელეფონის გამოყენების ათწუთეულში და ამ ორიოდ ხაზს მთელი ეს ათი წუთი ვწერდი. ვწერდი უფრო უიმედოდ, ვიდრე პირიქით და ამ ნაწერით ალბათ თავის მცირე გამხნევებას ვცდილობდი, ვიდრე მჯეროდა.

ვისაც მაშინ ვუნახივარ, უმეტესმა ხელი ჩაიქნია და ეს ხელის ჩაქნევა მერე გამიმხილეს: უკიდურესად გამხდარი, ნატანჯი სახით, იმ სახით, შიგნიდან რომ საშინელი ფიქრები ჩხვლეტს და გარედან ეტყობა, ვიწექი და დრო რომ გადიოდა, ეგ დრო მძულდა, რადგან ჩემთვის დრო მხოლოდ მეტი წამება იყო და სხვა არაფერი.

და გავიმარჯვე!
და ახლა აქ ვარ!
და რადგან აქ ვარ – ზუსტად ვიცი:
შენც გაიმარჯვებ!”, – წერს გიორგი კეკელიძე.

„შვილებს ყური დაუგდეთ, კი არ აუწიოთ. რამდენი ბავშვი მისულა თოკთან, კიდევ კარგი, ვერ გაუბედავს, მაგრამ დღემდე ყელზე აქვს ეს ყულფი..“- გიორგი კეკელიძის მიმართვა მშობლებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g