შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის შესახებ საინფორმაციო კვირეული დაიწყო. შეგახსენებთ, რომ წარდგენილი კანონპროექტი უმრავ რეგულაციებთან ერთად ახალი წესების შემოღებასაც ითვალისწინებს. მათ შორის ერთ-ერთი უკონტაქტო პატრულია. კვირეულის დღევანდელი ინფორმაცია სწორედ უკონტაქტო პატრულს უკავშირდება.
უკონტაქტო პატრულირება არის საგზაო მოძრაობის რეგულირების ერთ-ერთი თანამედროვე საშუალება, რომლის დროსაც მძღოლის შეჩერების გარეშე ხდება დარღვევის დაფიქსირება და დაჯარიმება.
აპრობირებულია ბევრ ქვეყანაში და ემსახურება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევათა პრევენცია.
ფუნქციონირებს ვიდეოჯარიმების ანალოგიურად. GPS ვიდეორეგისტრატორებისა და სპეციალური პროგრამის საშუალებით ხდება დარღვევის, დროისა და ადგილის ზუსტი აღრიცხვა, რის საფუძველზეც პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმა ეგზავნება.
GPS ვიდეორეგისტრატორებით აღჭურვილი იქნება სამოქალაქო ტიპის ავტომანქანები.
მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება სამართალდარღვევა გადაამოწმოს გაასაჩივროს.
უკონტაქტო პატრულირება იცავს მოძრაობის მონაწილეებს, მათ შორის – ქვეითებს, მაშინაც კი, როცა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არ ჩანან.
უკონტაქტო პატრულირება მართვის მოწმობას ქულას არ აკლებს.