LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევი ტაბიძე: კატასტროფული მდგომარეობაა, სტარტი აიღო „მეხუთე ტალღამ“ – როდესაც წავიკითხავთ, რომ გარდაიცვალა 70-80 ადამიანი, მაშინ უნდა დავიწყოთ ვაქცინაცია?!

79
დევი ტაბიძე

„კორონავირუსის დღევანდელი სტატისტიკა ყველანაირ ზღვარს გასცდა და კატასტროფული მდგომარეობაა, ქვეყანაში „მეხუთე ტალღამ“ სტარტი აიღო,“– ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა და რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა დევი ტაბიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

დევი ტაბიძემ ეპიდემიოლოგიური ვითარება კატასტროფულად შეაფასა და თქვა, რომ დაბალი იმუნიზაციის ფონზე, ინფიცირების და ლეტალობის შემთხვევები კიდევ გაიზრდება.

„სამწუხაროდ, დღევანდელი ციფრები და მდგომარეობა ყველანაირ ზღვარს გასცდა, კატასტროფულია. ეს მდგომარეობა გამოწვეულია მხოლოდ სამი მიზეზით, რომლის რეალური შეჩერება შესაძლებელია.

ადამიანებმა უნდა გამოავლინონ სოციალური პასუხისმგებლობა, არ დაივიწყონ, რომ არ შეიძლება პირბადის გარეშე სიარული, არ შეიძლება სოციალური დისტანციის დარღვევა, თავყრილობების არსებობა, შეკრება უნდა შევაჩეროთ. პრაქტიკულად „მეხუთე ტალღამ“ სტარტი აიღო,“ – განაცხადა მან.

ტაბიძის შეფასებით, ახლა ყველაზე მთავარია, რომ საზოგადოება ამას შეხვდეს პრაქტიკულად განულებული ვაქცინაციის პროცესით, რადგან ეს მედიკოსის თქმით, „ჩვენი ყველაზე მძიმე მდგომარეობაა.“

„ეს ციფრი შედეგზე არ მიგვიყვანს, ეს არის ვაქცინაციის ნულოვანი მდგომარეობა. ეს მიგვიყვანს იმ შედეგზე, რომ გაიზრდება ინფიცირების და ლეტალობის შემთხვევებიც. პაციენტები მძიმდებიან, იმატა უსიმპტომო ფორმებმა, ამ ყველაფერმა იმ ციფრებზე მიგვიყვანა, რაც დღეს გვაქვს“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა იმუნიზაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოების რეალური თანხვედრაა საჭირო, ასევე იმ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების და ჰოსპიტალური სექტორის ერთიანობა, რომელიც  მოსახლეობას ზუსტ „მესიჯს” მიაწვდის.

„სამწუხაროდ, უნდა გაიზარდოს რაოდენობა და გარდაცვალების ციფრი, რომ ე.წ. მინიმალური შიშის სინდრომი ჩამოყალიბდეს ადამიანებში? ეს ძალიან ცუდია. თუ ამის მეტი თვითშეგნება არ გაგვაჩნია, კიდევ უფრო უარესია. როდესაც წავიკითხავთ, რომ გარდაიცვალა 70-80 ადამიანი, მაშინ უნდა დავიწყოთ ვაქცინაცია?!“- აღნიშნა ტაბიძემ და დასძინა, რომ ვირუსების ე.წ. ახალი შემოტევა გრძელდება.

მისი თქმით, ძალიან გართულდება დიაგნოსტიკა რა ტიპის ვირუსია, რომელიც უფრო სწრაფად მოქმედებს. ვირუსების თანხვედრა კი ტაბიძის თქმით, ცუდ შედეგებს მოიტანს.

„ჩვენ ახლა ზუსტად იმ ფაზაში ვიმყოფებით, სადაც ვირუსების ე.წ. ახალი შემოტევა და სხვადასხვა ტიპის ვირუსის ერთიანი შემოტევა გრძელდება. ეს ყველაფერი კი მიგვიყვანს იმ თანხვედრაზე, რასაც „ტვინდემია“ დაარქვეს. ეს გამოიწვევს საკმარისად უარყოფით შედეგებს.

ივანე ჩხაიძე: ადამიანი თუ კორონავირუსით და გრიპით ერთდროულად დაინფიცირდა, პაციენტის გარდაცვალების რისკი მაღალია

ძალიან გართულდება დიაგნოსტიკა რა ტიპის ვირუსია, რომელიც უფრო სწრაფად მოქმედებს. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია დადასტურება ვერც მოახდინოს, თუნდაც იმ „პისიარ“ ტესტმა, სწრაფ ტესტებზე საუბარი არ არის. უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ვირუსების ერთმანეთთან თანხვედრა უფრო მეტად ცუდი გამოსავლების და შედეგების მომტანია“, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g