დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ვაჟს, რომეოს ,,უცნაური ამბების” ვარსკვლავთან, მილი ბობი ბრაუნთან რომანი აქვს.
იმ ფონზე, როცა ბიჭუნას კონსერვატორი მშობლები ჰყავს, გაირკვა, რომ Spice Girls-ის ექს-წევრი თინეიჯერების სასიყვარულო ურთიერთობის მომხრეა. ცნობილია, რომ 44 წლის დიზაინერი იმ სატელევიზიო შოუს თაყვანისმცემელია, რომელშიც გოგონა მთავარ როლს ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ რომეო და მილი ბობი საჯაროდ ერთად ჯერ არ გამოჩენილან. ინსაიდერის ინფორმაციით, 16 წლის ჩოგბურთელისა და 15 წლის მსახიობის ურთიერთობა სტარტს 2016 წლიდან იღებს. ისინი ერთმანეთს გაეროს ბავშვთა ფონდის 70 წლის სიუბილეო ღონისძიებაზე შეხვდნენ, სადაც ასევე იმყოფებოდნენ დევიდ და ვიქტორია ბექჰემები.