ყოფილმა ფეხბურთელმა, დევიდ ბექჰემმა და მისმა მეუღლემ, ვიქტორიამ ერთგულების ფიცი კიდევ ერთხელ დადეს. სპორტსმენმა და მომღერალმა 18 წლის წინ იქორწინეს. როგორც დევიდი ყვება, ამჯერად მათ ცერემონიას გაცილებით ნაკლები – სულ ექვსი ადამიანი ესწრებოდა.
„ჩვენ ძლიერი ოჯახური ღირებულებები გვაქვს. ჩვენმა მშობლებმა გვასწავლეს, რომ ოჯახი რთულია, მაგრამ სადაც ნამდვილი სიყვარულია, ყველანაირი სირთულე მოგვარებადია“, – განაცხადა ყოფილმა ფეხბურთელმა.
კითხვაზე, არიან თუ არა ისინი ერთად იმიტომ, რომ მათი ოჯახი უკვე ბრენდია, დევიდმა უპასუხა: „რა თქმა უნდა არა, ჩვენ ერთად ვართ იმიტომ, რომ გვიყვარს ერთმანეთი და ოთხი არაჩვეულებრივი შვილი გვყავს“, – განაცხადა მან.