დევიდ და ვიქტორია ბექჰემებმა კონფლიქტის ფონზე შვილს, ბრუკლინ ბექჰემს დაბადების დღე საჯაროდ მიულოცეს.
50 წლის დევიდ ბექჰემმა სოციალურ ქსელში გააზიარა შვილის ძველი, საარქივო ფოტოები.
„დღეს 27 წლის გახდი. გილოცავ დაბადების დღეს, ბასტ! ჩვენ ძალიან გვიყვარხარ“, — დაწერა მან და ვიქტორიაც მონიშნა.
მოგვიანებით ვიქტორიამ გამოაქვეყნა კიდევ ერთი ფოტო, რომელშიც მას პატარა ბრუკლინი ხელში უჭირავს.
აღსანიშნავია, რომ წყვილმა ვერ შეძლო ბრუკლინის მონიშვნა ფოტოზე, რადგან მან მშობლები სოციალურ ქსელებში დაბლოკა.