LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევიდ დუხოვნიმ ახალი რომანი დაწერა

102

ამერიკელმა მსახიობმა დევიდ დუხოვნიმ, რომელმაც სახელი სერიალით „საიდუმლო მასალები“ გაითქვა, ახალი რომანი – „Bucky F*cking Dent“ დაწერა.

რომანში მოქმედება გასული საუკუნის 70-იან წლებში ვითარდება. როდესაც მთავარი გმირი გაიგებს, რომ მამამისი კვდება, ხანგრძლივი უთანხმოების შემდეგ ის მასთან წასვლას გადაწყვეტს. მამა-შვილის ურთიერთობა რომანს საფუძვლად დაედება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში დევიდ დუხოვნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს (იხ. ბმული). რაც შეეხება “საიდუმლო მასალებს”,  სულ მალე ცნობილი სერიალი სრულმეტრაჟიან ფილმად გამოვა (იხ. ბმული).

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები