ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, ეს არის დევნილების ბინების მშენებლობა – 7000 ბინაზე არის გათვლილი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, წელსვე ამ მიზნით 50 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა.
პრემიერი: მშენებლობა-რეაბილიტაციას 885 საბავშვო ბაღი საჭიროებს, გადავწყვიტეთ, პროგრამა დავიწყოთ
„ჯამში დაგვიჯდება 1 მლრდ ლარზე მეტი, დაახლოებით, მილიარდ სამასი მილიონი ლარი. ჩვენი გათვლებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად რეაბილიტირდება და აშენდება ახალი ბაღები“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, ეს არის დევნილების ბინების მშენებლობა. 7000 ბინაზე არის გათვლილი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და წელსვე ჩვენ ამ მიზნით გამოვყოფთ 50 მილიონ ლარზე მეტს“, – განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილავენ მოქალაქეებისთვის ბინების დაკანონების საკითხს. “85 ოჯახს გადაეცემა ბინა საკუთრებაში, რაც მანამდე არ იყო გადაცემული მათთვის”, – აღნიშნა პრემიერმა.