LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეზერტირების ბაზრისა და სადგურის მოედნის მიმდებარედ გარევაჭრობის უნებართვო კონსტრუქციები აიღეს

162
293465862_3152309481697321_622309435284929716_n

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა ე.წ. დეზერტირების ბაზრისა და სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. – ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს ინფორმაციას.

უწყების ცნობით, ტერიტორია გასუფთავდა ცაბაძის, თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, წინამძღვრიშვილის ქუჩებზე, ასევე, წერეთლისა და თამარ მეფის გამზირების ნაწილზე.

როგორც დედაქალაქის მერიის განცხადებაში ვკითხულობთ, ტერიტორია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს, რის შემდეგაც ქუჩები და ტროტუარები სპეციალური ქაფით მოირეცხა.

“მუნიციპალურმა ინსპექციამ მოვაჭრეები წინასწარ რამდენჯერმე გააფრთხილა, უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ. გარემოვაჭრეებს საშუალება ექნებათ, ახლომდებარე ბაზრობებზე სპეციალურად გამოყოფილ სავაჭრო სივრცეებში გადაინაცვლონ. ისინი სპეციალური საშეღავათო პირობებით ისარგებლებენ.” – აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში

 

 

magti 5g