LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეებია დათვლილი” – ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის ევროპის ან აშშ-ის კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანაში დასახმარებლად ჯო ბაიდენსა და კელი დეგნანს მიმართეს

139
კლინიკებნი

„საქართველოს კლინიკების ასოციაციების“ და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებმა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მიზნით ოფიციალური წერილით მიმართეს.

სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები ამერიკის საელჩოსთან შეიკრიბნენ და ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრა მოითხოვეს და ოფიციალური წერილი კელი დეგნანის წარმომადგენელს გადასცეს.

როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, ჩნდება რეალური საშიშროება, რომ შეუქცევადი პროცესები განვითარდეს, რომლის მართვაც საქართველოში შეუძლებელია.

„საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ საჭიროებს მაღალკვალიფიციურ ნეიროფსიქოლოგიური მიმართულების კლინიკაში მკურნალობას და რეაბილიტაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. დღეებია დათვლილი.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნით, ექსპრეზიდენტის დიაგნოზს დაემატა მძიმე გართულებები, მათ შორის ანორექსია. ჩნდება რეალური საშიშროება, რომ განვითარდეს შეუქცევადი პროცესები, რომლის მართვაც საქართველოში შეუძლებელია.

აღნიშნულთან დაკავშირებით სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები დახმარების მიზნით მოგმართავთ აშშ-ს პრეზიდენტს, გთხოვთ დაგვეხმაროთ, რათა მესამე პრეზიდენტი გადაყვანილი იყოს ამერიკის ან ევროპის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრში”, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს კლინიკების ასოციაციის აქცია ამერიკის საელჩოსთან დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა.

შეგახსენებთ, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მმართველი გუნდი ამბობს, რომ ის თავად იკვებება არასწორად და საკუთარი სურვილით არ იღებს ხაჭოს და ყველს და არ იყენებს არც სეირნობისთვის გამოყოფილ დროს.

გუშინ, 2 მაისს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.

გუშინვე მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა მასშტაბური აქციები დაანონსეს.

„შეძლება ფატალური შედეგი დადგეს – ოჯახის წევრებს ილია მეორესთან შეხვედრის დიდი სურვილი გვაქვს“: გიორგი სააკაშვილი

მიშას არ მოგაკვლევინებთ, სიტუაცია ზეკრიტიკულია – რა გეგმა აქვთ სააკაშვილის ძმებს

ექიმი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე: რა დროს მისი ტრანსპორტირებაა, ადამიანი ფეხზე ვერ დგას, ის დრო ჩაბარდა ისტორიას, როცა ჩვენ მის საზღვარგარეთ გადაყვანას ვითხოვდით

მოსამართლემ პენიტენციურ სამსახურს მიმართა, უზრუნველყონ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ სათანადო ზომების მიღება – რას პასუხობს იუსტიციის მინისტრი

კეთილი ინებოს, ჭამოს კვერცხი და ხაჭო და პრობლემა დამთავრდება – კობახიძე სააკაშვილზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g