LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე: რა დროს მისი ტრანსპორტირებაა, ადამიანი ფეხზე ვერ დგას, ის დრო ჩაბარდა ისტორიას, როცა ჩვენ მის საზღვარგარეთ გადაყვანას ვითხოვდით

700
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს (14)

რა დროს მისი ტრანსპორტირებაა, ადამიანი ფეხზე ვერ დგას, ჰაერში რა განვითარდება არავინ არ იცის, – ამის შესახებ „ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფის წვერმა, ექიმმა ლალი ჯავაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ ტრანსპორტირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის დრო, როდესაც სააკაშვილის საზღვარგარეთ ტრანსპორტირებას ითხოვდნენ, ისტორიას ჩაბარდა, რადგან დღეს სხვა საჭიროებებია.

„რა დროს მისი ტრანსპორტირებაა, ადამიანი ფეხზე ვერ დგას, ჰაერში, ცაში რა განვითარდება არავინ არ იცის.

ის დრო ჩაბარდა ისტორიას, როცა ჩვენ მის ტრანსპორტირებას საზღვარგარეთ ვითხოვდით. დღეს ეს საჭიროება არ არის იმიტომ, რომ ამას ვერ შეძლებს.

ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ და რასაც კატეგორიულად ვითხოვთ არის, რომ ის სასწრაფოდ იყოს გადაყვანილი უახლოეს სტაციონარში, რომ გადარჩეს და დაიწყოს ტრანსფუზიური თერაპია”, – აღნიშნა ლალი ჯავაშვილმა.

შეგახსენებთ, ენდოკრინოლოგი ლალი ჯავაშვილი, ერთ-ერთი იყო, ვინც ითხოვდა, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაეყვანათ.

დღეს. მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დასწრება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო.

მიხეილ სააკაშვილს გადაადგილება უჭირს: შოთა თუთბერიძე

მოსამართლემ პენიტენციურ სამსახურს მიმართა, უზრუნველყონ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ სათანადო ზომების მიღება – რას პასუხობს იუსტიციის მინისტრი

magti 5g