შეზღუდვების მოხსნის 6-ეტაპიანი გეგმა გრძელდება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყანაში ყველა სახის წარმოება გაიხსნება. შეზღუდვის მოხსნა არ ეხება მხოლოდ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებს. დღეიდან შესაძლებელია ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიების მუშაობა, რომელსაც შესასვლელი აქვს ქუჩის მხრიდან. მთავრობის გადაწყვეტილებით ძალაში რჩება ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვის ვალდებულება – ჰიგიენის წესების და დისტანციის დაცვის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ III ეტაპი ამოქმედდა დაგეგმილზე უფრო ადრე და დღეიდან დასაშვები ხდება:
თბილისში შესვლა და გასვლა
ყველა სახის წარმოება
ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიის მუშაობა (გარდა მოლებისა).
შეგახსენებთ, რომ 14 მაისიდან დასაშვები გახდება რუსთავსა და გარდაბანში შესვლა და გასვლა.

