დღეიდან, 3 აგვისტოს მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, 9 აგვისტომდე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 4 – 6 აგვისტოს +27, +32 გრადუსი იქნება, ხოლო 7 – 8 აგვისტოს +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდს უნდა ველოდოთ, ჰაერი აქ 4-6 აგვისტოს +29, +31 გრადუსამდე, 7- 8 აგვისტოს კი +32, +34 გრადუსამდე გათბება.