LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი ამინდი გველოდება მაისში – სინოპტიკოსების გრძელვადიანი პროგნოზი

384
2026-04-27_02-12-58_211765

კობა ფარტენაძე საქართველოში, მაისის თვეში მოსალოდნელი ამინდის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მისი პროგნოზიდან ვიგებთ, თბილ ამინდებს არც მაისში უნდა ველოდოთ.

„გაზაფხულის ცივი სუნთქვა საქართველოში…

მიმდინარე წლის გაზაფხულის ორი თვე საქართველოში თითქოსდა ზამთრის ჩრდილს ატარებდა. ტემპერატურა ნორმაზე დაბალი და მასთან ახლოს იყო, თითქოს ბუნება გვახსენებდა, რომ მისი რიტმი ყოველთვის ერთფეროვანი არ არის.

ყველა რეგიონში ხშირი იყო ცივი ჰაერის გავრცელება, რომლის გავლენითაც ნალექები ხშირი და არათანაბრად
გადანაწილებული იყო. წვიმის ხმაური თითქოსდა ბუნების მუსიკად იქცა, რომელიც ერთდროულად ამაღლებდა და ამძიმებდა ყოველდღიურობას…

ასეთი სეზონური გადახრები საქართველოში ფიქსირდება, მაგრამ იშვიათად. ეს გაზაფხული თითქოსდა გამონაკლისი იყო, ბუნების ციკლური სიურპრიზი, რომელიც გვახსენებს, რომ კლიმატი ცოცხალი ორგანიზმივით იცვლება და გვაოცებს….

გაზაფხულის მესამე თვე წინ არის, თუმცა მნიშვნელოვან დათბობას ჯერჯერობით არ ველოდებით, მაგრამ რაც არ უნდა მაღალი ტემპერატურები დაფიქსირდეს მაისში – 2026 წლის გაზაფხული ვფიქრობ მაინც ცივად დარჩება სტატისტიკურ მონაცემებს…“, – წერს კობა ფარტენაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g