„სემეკის“ გადაწყვეტილება ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით დღეიდან ამოქმედდა. ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფი, საშუალოდ, ნახევარი თეთრით გაიზარდა.
გადაწყვეტილება „სემეკმა“ „ყაზტრანსგაზის“, „სოკარ გაზ ჯორჯიასა“ და „საქორ-გაზის“ მოთხოვნის საპასუხოდ მიიღო.
რეგიონებში 41 სხვადასხვა ტარიფი მოქმედებს და სხვადასხვა რაიონში ბუნებრივ აირზეც ფასი განსხვავებული იქნება.
„ყაზტრანსგაზ თბილისის“ შემთხვევაში, ტარიფი შეადგენს 46.153 თეთრს კუბურ მეტრზე. „საქორ-გაზის“ შემთხვევაში, ეს არის 57.11 თეთრი, ხოლო, „სოკარ გაზ ჯორჯიას“ შემთხვევაში 56.940 თეთრი იქნება.
ახალი ტარიფები დღეიდან 2018 წლის ბოლომდე იმოქმედებს.