LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან კვების ობიექტები 22:00 საათზე დაასრულებენ მუშაობას

73
რესტორანი

დღეიდან კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად 22:00 საათამდე იმუშავებენ.

პარალელურად გაგრძელდება კვების ობიექტების მიერ, დაწესებული რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი.

შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ გუშინ მიიღო.

“მომავალში რა შეზღუდვები შემოვა, ახლა ვერ გეტყვით. ეს დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, თუ რა არსებული ვითარება გვექნება“, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g