მედიის ინფორმაციით, დღეიდან, საბერძნეთში, 60 წელს გადაცილებული არავაქცინირებული პირები დაჯარიმდებიან.
არავაქცინირებულ პირებს ყოველთვიურად ჯარიმის სახით 100 ევროს გადახდა მოუწევთ.
საბერძნეთის მთავრობის მონაცემებით, ქვეყანაში 60 წელს გადაცილებული პირების 90% სრულადაა ვაქცინირებული ან აცრის გასაკეთებლად ვიზიტი დაჯავშნილი აქვს.
დაახლოებით 300 ათას ადამიანს კი დაჯარიმება ემუქრება.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა ტელეარხ „ANT1“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 60 წლამდე ასაკის პირებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის გაგრძელება, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით არ განიხილება.
საბერძნეთში გასული დღის განმავლობაში კორონავირუსის 10,783 შემთხვევა დადასტურდა, ვირუსს კიდევ 95 ადამიანი ემსხვერპლა.