საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება – სამი დღის განმავლობაში მთიან და მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ზოგან ნისლი და ქარბუქი.
სინოპტიკოსების ცნობით, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.
ზვავსაშიშროების გამო შეზღუდვები უკვე დაწესდა კობი-გუდაურის საავტომობილო გზაზე, სადაც ამ დროისთვის მოძრაობა ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის აკრძალულია.