თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალი მიმართულება, უკრაინის ულამაზესი ქალაქი – ოდესა დაემატა.
არსებული ინფორმაციით, ოდესის მიმართულებით ფრენებს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Bees Airline კვირაში 1 სიხშირით, ყოველ პარასკევს შეასრულებს. პირდაპირი რეისები 22 ოქტომბრიდან, ანუ დღეიდან იწყება.
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს: https://bees.aero/en