LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეის მდგომარეობით, კომპენსაციები ჯამში 400 000 ადამიანმა აიღო

102
234099218

170 000 ადამიანი იყო ისეთი, ვისაც აპრილში ხელფასი არ აუღია და სახელმწიფოს მხრიდან 200 ლარიანი კომპენსაცია ეკუთვნოდა, თუმცა კომპანიებმა, ინფორმაცია, დაახლოებით, 95 000 ადამიანზე წარმოადგინეს – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს.

მისივე თქმით, ერთჯერად დახმარების მიღებაზე განაცხადი დაახლოებით 90 000-მა ადამიანმა გააკეთა, რომელთა ნაწილი განხილვის პროცესშია.

„ყოველდღიურად, დაახლოებით, 3-4 ათასი განაცხადი შემოდის. პროცესი მიმდინარეობს, ერთი თვეა კიდევ დარჩენილი და ეს მოუცულობა, რაც ამ მიმართულებით არის გამოყოფილი 75 მილიონი, ვფიქრობს, საკმარისი იქნება. რაც შეეხება 1200-ლარიან დახმარებას, ამ შემთხვევაში ადმიანების იდენტიფიცირება შედარებით მარტივი იყო, მაგრამ კომპანიების ნაწილმა ინფორმაცია არ წარმოადგინეს. რაც ჩვენი ბაზიდან ჩანდა დაახლოებით, 170 000 ადამიანი იყო, ვისაც აპრილში ხელფასი არ მიუღია და კომპენსაცია ეკუთვნოდა, თუმცა კომპანიებმა ამის შესახებ ინფორმაცია შეიძლება ითქვას, რომ ნახევრად წარმოადგინეს, დაახლოებით, 95 000 ადამიანზე. ვფიქრობ, ის მონაცემი რაც გვაქვს, მაისში გაორმაგდება. ივნისის მონაცემები კი დაგვანახებს რამდენი ადამიანი საჭიროებს ამ კომპენსაციის მიღებას“,-განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, კომპენსციები ჯამში, დაახლოებით, 400 000 ადამიანს აქვს აღებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g