LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს 17 წლამდელები ელიტ-რაუნდს ბოსნიით იწყებენ (ვიდეო)

32

დღეს, თბილისში 17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდი იწყება.
საქართველოს ნაკრები ბოსნიელ თანატოლებს ეთამაშება. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება.

ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ განაცხადა, რომ მისი გუნდი სამი ქულისთვის იბრძოლებს.

– კვირაზე მეტია შეკრებაზე ვართ. გუნდში მაქსიმალური მზადყოფნაა. სილაგაძის გარდა არავინ გვაკლია. ბოსნიის ნაკრები შეძლებისდაგვარად შევისწავლეთ და საკმაოდ ძლიერი გუნდია.
პირველ ნომრად ვითამაშებთ. შესაძლოა თამაშის მიმდინარეობისას გადაადგილებები მოხდეს, მაგრამ ვეცდებით ინიციატივა ჩვენ გვქონდეს.
მნიშვნელოვანია, რომ პირველივე თამაში სამი ქულით დავიწყოთ. საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

საქართველოს და ბოსნიის გარდა, ჩვენს ჯგუფში რუსეთის და იტალიის ნაკრებები არიან. საქართველოს რუსეთს 17 მარტს, ხოლო იტალიას 20 მარტს შეხვდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები