LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს ადამიანები მზად არიან კოლეგები გადასცენ ანათემას, გაუშვან ციხეში – ზუსტად ასე გამოიყურებოდა საბჭოთა „თანამდებობის პირების“ აუღელვებელი მსჯელობა იმაზე, ვისი საქმე გადაეცათ პარტიისთვის, ვინ დაესმინათ, დაებრალებინათ მოღალატეობა“ – სალომე ზურაბიშვილი

174
სალომე ზურაბიშვილი

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოზე განვითარებულ მოვლენებს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს, რომ „დღეს ადამიანები მზად არიან კოლეგები გადასცენ ანათემას, გაუშვან ციხეში, რაც იმაზე მეტყველებს, თუ რად იქცა ეს რეჟიმი და რას დაემსგავსა“.

მისი შეფასებით, ზუსტად ასე გამოიყურებოდა საბჭოთა დროს „თანამდებობის პირების“ აუღელვებელი მსჯელობა იმის შესახებ თუ ვისი საქმე გადაეცათ პარტიისთვის, ვინ დაესმინათ და ვისთვის დაებრალებინათ მოღალატეობა.“

„ზუსტად ასე გამოიყურებოდა საბჭოთა დროს „თანამდებობის პირების“ აუღელვებელი მსჯელობა იმის შესახებ თუ ვისი საქმე გადაეცათ პარტიისთვის, ვინ დაესმინათ, დაებრალებინათ მოღალატეობა. ეს კი სხვა არაფერია! დღეს ადამიანები ამ მდგომარეობას ასე უსირცხვილოდ ეგუებიან, და მზად არიან კოლეგები გადასცენ ანათემას, გაუშვან ციხეში, მეტყველებს იმაზე, თუ რად იქცა ეს რეჟიმი და რას დაემსგავსა!

ეს საუბარი რომ ჩაიწერა და აღარ წაიშლება ჩვენს ისტორიის ფურცლებიდან, ყველამ უნდა ვიცოდეთ!

ევროპისკენ რომ არ მიდიხართ გავიგეთ, მაგრამ „ღირსეულად“, რომ ვერსადაც მიდიხართ ამას თუ ხვდებით მაინც?

დღეს ეს არის მთავარი კითხვა « to be or not to be? »

ვართ თუ არა მზად მათსავით ერთი ხელის აწევით, ერთნაირი სიტყვებით და თვალის დაუხამხამებლად გადავცეთ მეორე ადამიანი „კომპეტენტურ ორგანოებს”.. და რის გამო? განსხვავებული აზრის და პოზიციის გამოხატვისათვის?“, – წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭომ, კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების საკითხზე იმსჯელა. საბჭოს წევრებმა ვასილ ივანონ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაშვილის ბრალდებებზე ისაუბრეს.

როგორც სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ბორდის წევრებმა განაცხადეს, არხის თანამშრომლები, რომლებიც მენეჯმენტს რამდენიმე თვის წინ დაუპირისპირდნენ, მათ ცილს სწამებენ და არანაირი მყარი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. ამიტომ, სამეურვეო საბჭოს წევრები ფიქრობენ, რომ აღნიშნული ჟურნალისტები გარკვეული მიზნების გამო მოქმედებდნენ და მიაჩნიათ, რომ პროკურატურამ ეს საკითხი უნდა გამოიძიოს.

magti 5g