LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს აღებული 10 ტესტიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდგინდა – ბოლო ინფორმაცია ინფექციურიდან

349
მარინა-ეზუგბაია

თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს დილით აღებული 10 ტესტიდან კორონავირუსი არცერთ პაციენტს არ დაუდგინდა. მისივე თქმით, ამ დროისთვის ლუგარის ლაბორატორიიდან 15 პაციენტის პასუხს ელოდებიან, რომელიც სავარაუდოდ, გვიან ღამით გახდება ცნობილი.

რაც შეეხება ასაკოვან პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდგინდა, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

“ის ქალბატონი რისკების გამო არის სერიოზული და მძიმე. ასაკთან ერთად ნერვოლოგიური დაავადება აქვს. მიუხედავად სწორი მკურნალობისა მოსალოდნელია დაავადების გართუყლება, მაგრამ ვიმედოვნებთ რომ შეიძ₾ება გადავრჩეთ. კიდევ ორი პირის მდგომაეობა რომელზეც ვამბობთ რომ რთული პაციენტები არიან შედარებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია, დინამიკაშ გაუარესება არ შეინიშნება. ტუმცა თითოეულ მათგანთან შესაძლოა იყოს დაავადების გართულება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი არასრულწლოვანი პაციენტების მდგომარეობას, ეზუგბაიას განცხადებით, სტაბილურია.

შეგახსენებთ, კოვიდ 19 საქართველოში კიდევ ორ ადამიანს დაუდასტურა – ქვეყანაში უკვე 40 ინფიცირებულია.ერთ-ერთი პაციენტი, რომელსაც ვირუსი დღეს დაუდასტრუდა 80 წლისაა, ის თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს.

საქართველო კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტს სხვა ქვეყნებზე ადრე მიიღებს - თენგიზ ცერცვაძე

"ისიც არ არის 100-%-იანი განკურნების გარანტი, თუმცა ყველა სხვა მედიკამენტზე უკეთესი შედეგები აქვს"

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g