LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ამ ომში, უკრაინელები, როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის გაიმარჯვებენ: დავით არახამია

207
დავით არახამია

„დღეს ამ ომში, უკრაინელები, როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის გაიმარჯვებენ“, – ამის შესახებ განცხადებას უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია „მთავარ არხთან“ საუბრისას აკეთებს. დავით არახამია მადლობას უხდის ქართველ ხალხს უკრაინის მხარდაჭერისათვის და აცხადებს, რომ პატარა ყურადღებაც კი უკრაინელი ჯარისკაცისათვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო

„პატივცემულო საქართველოს მოქალაქეებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ უკრაინას მხარს ასე მტკიცედ უჭერთ. ქუჩაში გამოხვედით და ვიდეომიმართვები ჩაწერეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დამიჯერეთ, პატარა ყურადღებაც კი ჩვენი ჯარისკაცისთვის მორალურად ძალიან ბევრს ნიშნავს.

დღეს ჩვენი ჯარისკაცები რუსულ არმიას ებრძვიან. არმიას, რომლის სამხედრო ტექნიკა და ჯარისკაცების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება უკრაინულ ჯარს, თუმცა რუსები მორალურად მარცხდებიან.

2008 წელს საქართველოშიც მსგავსი ვითარება იყო, სამწუხაროდ, მაშინ საქართველომ რუსეთის დამარცხება ვერ მოახერხა. დღეს ამ ომში, უკრაინელები, როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის გაიმარჯვებენ. ვიცი, რომ ყველაზე კარგად გესმით, ის, რაც ახლა ხდება“,- აცხადებს დავით არახამია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g