დღეს ჩემი ფიქრები უკრაინელ ხალხთანაა, – სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ სუმის დაბომბვას გამოეხმაურა.
„ბზობის კვირა დღეს, მაშინ როცა უკრაინელები მშვიდობიანად შეიკრიბნენ, რუსეთმა სუმიზე სარაკეტო იერიში მიიტანა, მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ და დაშავდნენ. დღეს ჩემი ფიქრები უკრაინელ ხალხთანაა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, სუმიში დაღუპულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთის არმიამ ორი ბალისტიკური რაკეტით მიიტანა იერიში ქალაქზე. დაღუპულებს შორის ორი ბავშვია.
13 აპრილის საღამოს მონაცემებით, დაშავებულია 117 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი.
On Palm Sunday, as Ukrainians gathered in peace, Russia launched missiles on Sumy-killing and injuring civilians.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) April 13, 2025
My thoughts are with the Ukrainian people today.