“დღეს გვქონდა პირველი პრეცედენტი იმისა, რომ დაიშვა შესაძლებლობა, მოიხსნა ის აპრიორი მტკიცება, რომ ჰესი ყველა შემთხვევაში აშენდება. მე ასეთი რამ პირველად გავიგე”, – ამის შესახებ რიონის ხეობის მცველების აქტივისტმა, მარიტა მუსელიანმა მთავრობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, დღევანდელ შეხვედრაზე პირველად დაიშვა შესაძლებლობა, რომ ჰესი არ აშენდეს.
“რამდენჯერმე გაიმეორეს, თორე ერთი ნათქვამით შეიძლება არ დამეჯერებინა. რამდენჯერმე გაიმეორეს, რომ თუ ეს შეეწინააღმდეგება საერთო ინტერესს, ხალხის ნების საწინააღმდეგო იქნება, არ აშენდება ეს პროექტი. დანარჩენი ტექნიკური ხასიათი იყო“,- აცხადებს მარიტა მუსელიანი.
ნამახვანჰესის პროტესტი რამდენიმე დღეა გუმათში გრძელდება – პოლიციას კვლავ შეზღუდული აქვს გადაადგილება, პროტესტის მონაწილეები წვიმის მიუხედავად ღია ცის ქვეშ დგანან და ითხოვენ, მიეცეთ ნამოხვანისკენ გადაადგილების შესაძლებლობა.