LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს დავით ალადაშვილისა და ლიზი რამიშვილის პრემიერას ,,ბათუმის მუსიკალური ცენტრი” უმასპინძლებს!

1607
page

დღეს კონცეპტArt-ის მოძრავი ფესტივალი CA Goes To ,,ბათუმის მუსიკალურ ცენტრში” აღიარებული მუსიკოსების დავით ალადაშვილისა და ლიზი რამიშვილის პრემიერას უმასპინძლებს.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, კონცერტი მაყურებლის გარეშე, ონლაინ რეჟიმში გაიმართება და ტრანსლირება 20:00 საათზე კონცეპტArt-ის ოფიციალურ ფბ. გვერდზე დაიწყება.

დავით ალადაშვილი: ,,მე და ლიზა შევასრულებთ სრულიად ახალ პროგრამას – ბეთჰოვენის გენიალური სონატა No.3 ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის, შუმანის რჩეული ,,ფანტასტიკური პიესები”. ასევე მომზადებული გვაქვს რამდენიმე სიურპრიზი სპეციალურად 12 აგვისტოს კონცერტისთვის”.

ლიზი რამიშვილი: „ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა ჩემთვის და ასევე დათუნასთვის 12 აგვისტოს კონცერტი ბათუმში. ვფიქრობ მსმენელისთვის საინტერესო იქნება 3 განსხვავებული ეპოქის კომპოზიტორების სინთეზი ერთ კონცერტში. დიდი ხნის პაუზის შემდეგ მსმენელთან ველით ამ კონცერტის შესრულება. ძალიან მიხარია რომ ჩვენი საღამო ბათუმში იქნება, რადგან არანორმალურად მიყვარს ეს ქალაქი.“

ფესტივალი ბათუმის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.
გენერალური პარტნიორი – სმარტ კაპიტალ ჯგუფი.
საინფორმაციო მხარდამჭერები: ჰოლდინგი „ფორტუნა“, მედია პალიტრა, AT.GE საინფორმაციო ცენტრი 118-08.

აქცია-ფესტივალს CA Goes To 100-ზე მეტ ქართველ არტისტს აერთიანებს: ნიკოლოზ რაჭველი, ბექა გოჩიაშვილი, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, გიორგი ცაგარელი, სანდრო გეგეჭკორი, გიორგი გიგაშვილი, დავით ალადაშვილი, ლუკა თოფურია, ზვიად ბოლქვაძე, რატი ამაღლობელი, ლიზი რამიშვილი, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ნინი ნუცუბიძე, ლიზა კერესელიძე, ანნა დოი, ანნა ჭანია, ანასტასია აღლაძე, ლევან დეისაძე, ლაშა დეისაძე, ერეკლე გეწაძე, ელენე კალანდაძე, კონსტანტინე ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი, გიორგი მარდალეიშვილი, გიორგი კაპანაძე, დავით გოგისვანიძე.

პროექტის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელია – თეონა ჯორბენაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები