LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ერგნეთში შეხვედრა დაინიშნა – რა საკითხებზე იმსჯელებენ მხარეები

129
ერგნეთი

რთული ვითარება საოკუპაციო ხაზთან და ევროკავშირის დანკვირვებლების დაკავება – ეს ის მთავარი საკითხებია, რაზეც დღეს ერგნეთში ტექნიკური ხასიათის შეხვედრაზე იმსჯელებენ.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პატრული დე ფაქტო რეჟიმის უსაფრთხოების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა დააკავეს, ევროკავშირმა განცხადება გაავრცელა და ერგნეთის შეხვედრაზე დააანონსა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მისია ამ დროისთვის ინციდენტის დეტალებს სწავლობს. 

ოსურმა მხარემ ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე დამკვირვებელი დააკავა

ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ეხმაურება

“უსაფრთხოების საკითხებში უკანასკნელი მოვლენების განვითარების შემდეგ, ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ მნიშვნელოვნად გაზარდა პატრულირება ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე სტაბილურობის მხარდასაჭერად.

ევროკავშირის მონიტორინგის მისია ღრმად შეშფოთებულია ამ შემთხვევით, როდესაც შეიარაღებული უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დამკვირვებლებს მათი მანდატის შესაბამისად ყოველდღიური საქმიანობის შესრულებაში უშლიან ხელს.

ინციდენტი განხილული იქნება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ტექნიკურ შეხვედრაზე, ხვალ ერგნეთში“, – ნათქვამია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის განცხადებაში.

არაღიარებული რეჟიმი ევროკავშირის დამკვირვებლებს ბრალდებას უყენებს

 

magti 5g