LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს ევროსაბჭოს სხდომაზე მოუსმინონ ბოკუჩავებს, სამადაშვილებს და ატყუონ ერთმანეთი, ჩვენ ასეთ გაერთიანებასთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს“ – ირაკლი ზარქუა 

176
ირაკლი ზარქუა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ რჩება ევროსაბჭოს წევრად, თუმცა ამ ტონალობაში ულტიმატუმებით საუბარს არავის „გაუტარებენ“.

„ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს

„რაც შეეხება ევროსაბჭოში დღეს დაგეგმილ დებატებს საქართველოს თემაზე, იცით, რომ ჯერ კიდევ წინა ვიზიტზე პროტესტის ნიშნად დავტოვეთ. იქ, სადაც ქართულ სახელმწიფოს უსამართლოდ ულტიმატუმებით და უფლებების დარღვევით ესაუბრებიან, ჩვენი ადგილი არ არის. ჩვენ ვრჩებით ევროსაბჭოს წევრად, თუმცა ამ ტონალობაში ულტიმატუმებით საუბარს არავის გავუტარებთ. დღეს ეს ქვეყანა სულ სხვა ქვეყანაა – ეს არ არის მონების ქვეყანა, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმის სახით აგენტურა მართავდა.

„სამწუხაროა, რომ სააკაშვილის მფარველი პოლიტიკური ჯგუფები, მას, უკვე რა ხანია, ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღად იყენებენ“ – შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე

დღეს, როგორც არასდროს, ისეა დამოუკიდებელი, თავისუფალი – ამ ქვეყანას [საქართველოს] მართავს ქართველი ხალხი, შესაბამისად ჩვენ არავის მივცემთ უფლებას და არ „გავუტარებთ“ ულტიმატუმებით უსამართლო მოქცევას. აქედან გამომდინარე, დღეს იმ ევროსაბჭოს სხდომაზე მოუსმინონ ბოკუჩავებს, სამადაშვილებს, რომლებსაც ქართულ საზოგადოებაში ლეგიტიმაცია არ აქვთ და ატყუონ ერთმანეთი. ჩვენ ასეთ გაერთიანებასთან და ამ ლიდერებთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს. ეს არის ჩვენი პასუხი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საგაზაფხულო სესიის ფარგლებში საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გადაუდებელ დებატებს გამართავს.

აქვე შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 29 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

თინა ბოკუჩავა: „დღეს გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს ახალი არჩევნების ჩატარებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და მოძალადეების დასჯას“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g