LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს, ფაქტობრივად, რუსეთი დასავლეთს “სახეს ახევს” – ყოვლად შემაძრწუნებელი და შემზარავია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე დასავლეთის დუმილი: ლაგაზიძე

99
ხათუნა 4

არ მინდა, განსაკუთრებული პესიმიზმის გაღვივებას შევუწყო ხელი,  თუმცა გეტყვით, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რეალურად  ვერ აფასებს საით მიდის პროცესი და რითი შეიძლება ყველაფერი დასრულდეს. – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ რადიო „ფორტუნას“ გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთს დღევანდელი დუმილი ცუდად დაუბრუნდება.

„განსაკუთრებით პესიმისტურად ვარ განწყობილი დასავლეთის მიმართ, რომელიც  რუსულ გაზზე მიბმული გახდა და დიდი იდეების მატარებელი ლიდერები დღეს დასავლეთს არ ჰყავს. ამიტომაც დღეს ის ისეთი დანაწევრებულია, როგორც არასდროს და არ ვიცი, რამდენად შეძლებს, ამ დიდ გამოწვევასთან გამკლავებას.

ყველა ის ცხელი წერტილი, რომელიც რუსეთმა გაუხსნა დასავლეთს, რა თქმა უნდა, არის სერიოზული ტესტი დასავლეთისთვის, მაგრამ ჩვენთვის ტესტი არის, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე დასავლეთის ყოვლად შემაძრწუნებელი და შემზარავი დუმილი.

დღეს, ფაქტობრივად, რუსეთი საქართველოში დასავლეთს სახეს ახევს, რომელიც გამოიხატებოდა ადამიანის უფლებების დაცვაში. დღეს გამოდის, რომ ის ამ როლზე უარს ამბობს.

დასავლეთისთვის მეორე ტესტი არის უკრაინა, იქ თითქოს ცოტა უკეთ არის საქმე.

რადგან ინგლისმა განაცხადა უკრაინის დაცვის მზაობა, ასევე საფრანგეთმა. ამერიკა ეხმარება შეიარაღებით და დაფინანსებით, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგეს რამდენად მზად იქნებიან ისინი პირდაპირი სამხედრო ძალით დაიცვან უკრაინა და ამით საკუთარი თვი დაიცვან, ძნელი სათქმელია.

პრინციპში, მათხოვრის პოზაში არც საქართველოა და არც უკრაინა. დასავლეთს თუ არ უღირს ამ ქვეყნებში საკუთარი ინტერესების დაცვა, ჩვენს დასაცავად დიდად თავს არ მოიკლავს.

ამიტომაც მან თავისი ინტერესები, სახე და იმიჯი უნდა დაიცვას. ეს არის რეალობა, ეს არის მოცემულობა, და თუ ასე არ მოხდა, ჩვენც მაგრამ მათაც ძალიან მძიმედ მოუბრუნდებათ“. – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ „ფორტუნას“ გადაცემა „კვირის თემაში“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g