LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდება

85
ნიკა გვარამია

ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს, 11:00 საათზე გამოცხადდება.

სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმის განხილვა სექტემბერში დაიწყო და 24 ოქტომბერს დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს მიუსაჯა.

პროკურატურა მას ჯერ კიდევ „რუსთავი 2“-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“ ედავება.

„მე არ ვუძლებ, მე ვიხდი სასჯელს, რომელიც არ მეკუთვნის და ეს მაძლიერებს“ – რა თქვა ნიკა გვარამიამ დასკვნით სიტყვაში ბოლო სასამართლო სხდომაზე

magti 5g