LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ისტორიული დღეა – ლევან იზორია

32

საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობა, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში, თვისებრივად ახალ ეტაპზე გადადის, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ვაზიანში, აშშ-საქართველოს ახალი პროექტის – თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დაწყებისა და საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობა განმტკიცდა. იწყება თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ამბიციურია.

„დღეს ჩვენ ვიწყებთ თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას, რომელიც თავისი მასშტაბებით არის ყველაზე ამბიციური. ეს პროგრამა ითვალისწინებს სამი წლის განმავლობაში, ცხრა ქვეითი ბატალიონის ნატოს სტანდარტების შესაბამისი წვრთნებით გაწვრთნას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის მიზნებისთვის. ასევე, აღნიშნული ბატალიონების ნატოს სტანდარტების შესაბამისად აღჭურვას,“ – განაცხადა ლევან იზორიამ.

მისი თქმით, აღნიშნული საშუალებას იძლევა გრძელვადიან პერსპექტივაში, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა უფრო მჭიდრო და მაღალი ხარისხის გახდეს.

„ეს მოგვცემს საუკეთესო შესაძლებლობას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა გახდეს მჭიდრო და მაღალი ხარისხის. მიგვაჩნია, რომ იწყება ახალი ეპოქა ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში გაზრდის ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, ასევე გაზრდის და გააძლიერებს თითოეული მოქალაქის დაცულობის ხარისხს,“ – განაცხადა ლევან იზორიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g